logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 262-მდე გაიზარდა

26 აგვ 202008:38
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის  15 ახალი შემთხვევა  ოკუპირებულ აფხაზეთში -  საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  კოვიდ-19-ის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა  262-დე გაიზარდა.  

კარანტინშია მოქცეული ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის სოფელი ლაბრა, სადაც 25 აგვისტოს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად,  52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.  ის მკურნალობას სახლის პირობებში გადიოდა.  მან სამედიცინო დაწესებულებას  ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ მიმართა, თუმცა მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს, ჯამში უკვე  4 პაციენტი ემსხვერპლა. 

ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციები, COVID-19-ის მკვეთრი აფეთქების ფონზე, საქართველოს მთავრობას აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნულია, აფხაზეთში ახალი დეფაქტო პრეზიდენტის არჩევამ, აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკური ელიტის პოზიტიურმა მესიჯებმა და COVID 19-თან დაკავშირებულმა საკითხებმა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის პერსპექტივები გაზარდა და ამ  ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა.


close დახურვა