logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

13 მაი 202010:20
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. გუშინ საღამოს კოვიდ-19 რუსეთიდან ჩამოსულ სამ სტუდენტს დაუდასტურდა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბის განცხადებით,მათ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც უკვე იმყოფება კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კარანტინში  256 ადამიანი იმყოფება. აქედან 216,  რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტები არიან. 


close დახურვა