ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო Apsnypress ავრცელებს.
მათი ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 61 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 656 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 186 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.