logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08 სექ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო Apsnypress ავრცელებს.

მათი ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 48 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა. 

აფხაზეთში კორონავირუსის 536 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 158 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა