ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას "სპუტნიკი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კორონავირუსზე ტესტი 197 ადამიანს ჩაუტარდა, 21-ის პასუხი კი დადებითი იყო.
აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 295 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი დაიღუპა.