logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

03 სექ 202019:33
3 წუთის საკითხავი
 
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას "სპუტნიკი" ავრცელებს.

მათი ცნობით, 24 საათის განმავლობაში ტესტირება 227 მოქალაქეს ჩაუტარდა.

აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 426 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 153 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა