ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო Apsnypress ავრცელებს.
მათი ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3-ის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 726 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.