ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულთა უმეტესობას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში 878-ია.
COVID 19-ით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 7 ადამიანი გარდაიცვალა.