ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო Apsnypress ავრცელებს.
მათი ცნობით, 24 საათში ვირუსზე ტესტი 248 ადამიანს ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 716 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 621 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.