ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან პირველი ადამიანი გარდაიცვალა - 95 წლის პაციენტის მდგომარეობა დღეს გაუარესდა. ის გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა.
პაციენტს კორონავირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა მისივე მოთხოვნის გამო 20 აპრილამდე ჰოსპიტალში არ მკურნალობდა. მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების შემდეგ პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა.