ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს საერთაშორისო გაერთიანება. ევროკავშირის საგარეო სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეგრეთ წოდებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
განცხადება ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმაც გაავრცელა, რომელიც ასევე არ ცნობს ეგრეთ წოდებულ არჩევნებს. დე-ფაქტო ვადამდელი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩატარდა და ასლან ბჟანიამ ხმების 56 პროცენტით გაიმარჯვა.