logo
ENG



ოკუპირებულ ლუგანსკში რუსებმა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს

16 აპრ 202216:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/16/ash0ewugmhd00nn.jpg

ოკუპირებულ ლუგანსკში რუსებმა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი გაიდაიმა აღნიშნა, ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც 5 000 კვ.მ-ზე გავრცელდა. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ხსენებულ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდეს, რაშისტები პერიოდულად ესხმიან მას თავს, რათა საგანგებო სიტუაციების მართვი სამსახურის რესურსი გამოფიტონ. ნავთობი იქ არაა, მხოლოდ ნაგავი იწვის", - თქვა გაიდაიმა.


close დახურვა