logo
ENG



ოკუპირებულ სოხუმში USAID-ის დაფინანსებული პროექტების რეალიზება აიკრძალა

07 დეკ 202320:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/07/ptgd38kpxolxhov.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში USAID-ის რეგიონული წარმომადგენელი ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამასთან, ახალი პროექტები USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღარ იქნება სერტიფიცირებული. ამის შესახებ ინალ არძინბამ ისაუბრა.

არძინბას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან ურთიერთობისთვის ახალი მიდგომები ამოქმედდება. მისივე განმარტებით, შესაბამისი საჭიროება ნაკარნახევი იყო "გაუმჭვირვალე საქმიანობითა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმირების მცდელობით".

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ბლანკი გაეროს განვითარების პროგრამის "პარტნიორობა მდგრადობისთვის" პროექტისგან აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციისთვის. ამ პროექტის დონორია USAID. პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონი აშშ დოლარია. ბლანკი შეიცავდა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს. ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის", - თქვა ანძიბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში აკრიტიკებენ USAID-ს აცხადებენ, რომ ორგანიზაციის მიზანი "აფხაზეთში საქართველოს პოლიტიკის განვითარებაა".

გარდა იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა USAID-ის წარმომადგენელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და პროექტების რეალიზება აკრძალა, არ განხორციელდება ისეთი პროექტები, რომლებიც ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტის დამყარება ისახავს მიზნად. ამასთან, არ განხორციელდება მედიაპროექტები, რომელთა მიზანიც აფხაზეთისა "საშინაო და საგარეო პოლიტიკის" გაშუქებაა.

რამდენიმე დღის წინ RT-ის რედაქტორი და რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი აფხაზ სტუდენტებს შეხვდა, სადაც USAID-ს საქმიანობა გააკრიტიკა. მისი მტკიცებით, ასეთი ორგანიზაციები, "თავიანთ პოლიტიკასა და ღირებულებებს ახორციელებენ", "ცვლიან ქვეყნების კულტურულ კოდს“, ართმევენ მათ დამოუკიდებლობას.


close დახურვა