logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ რამაზ ბეღელურს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

09 თებ 202111:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/09/i63rqr1447sg1vy.jpg

გორის სოფელ გუგუტიანთკართან ოკუპანტების მიერ დაკავებულ რამაზ ბეღელურს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

რამაზ ბეღელური 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკა. იგი ამავე სოფლის მკვიდრია.

სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.


close დახურვა