logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება

25 იან 202117:00
3 წუთის საკითხავი
 
ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზის საშუალებით მიიღო ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება

ამ დრომდე სუს-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ პროცესი დღეს, 25 თებერვალს ტარდებოდა. 

თუმცა, როგორც ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა ფორმულას უთხრა, რომ ესაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოყოფილ ე.წ სახაზინო ადვოკატს, რომლის თქმითაც, მას პროცესის შესახებ არაფერი იცის.

რაც შეეხება წინა სასამართლო სხდომას - ე.წ სახაზინო ადვოკატმა ირმა ბუთხუზმა უთხრა, რომ გამოიკითხა 3 რუსი ჯარისკაცი, რომლებმაც არ დაადასტურეს რეჟიმის მიერ წარდგენილ ბრალში ნათქვამი - მათ თქვეს, რომ გახელაძეს ჯარისკაცების მიმართულებით დამიზნებით არ უსვრია. 

"მტკიცებულებები და ჩვენებები ორივე მხარის მხრიდან ერთნაირი არისო. არ არის აცდენილი, ერთმანეთს ემთხვევაო. ერთი რუსი ამბობს, რომ ზაზას გამიზნულად არ უსვრიაო". - თქვა ირმა ბუთხუზმა

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 


close დახურვა