ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა დღეს ოკუპირებულ ცხინვალში. როგორც ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი მარინა კოჩიევა აცხადებს, ამ დროისთვის ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში მკურნალობენ.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 17-ს შეადგენს.