ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში კიდევ ხუთი ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 22-ს შეადგენს. ამ ფაქტის შესახებ დე-ფაქტო რეჟიმის სანიტარულ სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს.
ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, დაავადებულები ინფექციურ კლინიკაში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
22 დაინფიცირებულიდან 14 რუსეთის უნივერსიტეტის სტუდენტია, ერთი სამხედრო მოსამსახურე, 7 კი სამოქალაქო პირი. ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში კარანტინის რეჟიმში 500-მდე ადამიანია.
