ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, გარდაცვლილი 84 წლის კაცია, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.
ოკუპირებულ ცხინვალში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ამ დროისთვის ვირუსის 305 შემთხვევაა დადასტურებული.