ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის კონტრაქტორები, უკრაინაში გაგზავნეს. ინფორმაციას ეხო კავკაზა ავრცელებს და წერს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სამხედრო ტექნიკა ცხინვალს ტოვებს, შემდეგ კი მთელ რეგიონს როკის გვირაბის გავლით.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა ე.წ პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა.
"ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა დაასრულონ ნაცისტები. ბევრ მათგანს ვესაუბრე, ისინი ძალიან მოტივირებული არიან. მიდიან ჩვენი ძმების გამო შურის საძიებლად", - წერს კოკოითი ტელეგრამ არხზე.
როგორც ეხო კავკაზა წერს, უკრაინაში გაგზავნის გამო სოციალურ ქსელებში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს აკრიტიკებენ - მისი გადაწყვეტილებით მოხდა შემცირება და კონტრაქტზე მყოფი პირების ნაწილის რუსეთის მე-4 ბაზაზე გადაყვანა.