ოკუპირებულ ცხინვალში, კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 ბავშვი დაიღუპა.
ხანძრისას დაშავებული 2 ადამიანი თბილისში გადმოიყვანეს.
ფორმულას ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ პროცესში წითელი ჯვარი ჩაერთო და გადაწყდა, ისინი მკურნალობას საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გაივლიან.
სპეციალისტები ხანძრის გაჩენის მიზეზებს სწავლობენ. ერთ-ერთ ვერსიად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
