logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატი საავადმყოფოდან გაწერეს

11 მარ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 
dwzgd14cjhjl4ro.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატი ასლან ბაჟანია კრასნოდარის საავადმყოფოდან გაწერეს.

გავრცელებული ცნობით, ბაჟანია მოსკოვში გაემგზავრება, სადაც სამუშაო შეხვედრებს გამართავს, თემა კი საარჩევნო პროცესი იქნება. სოხუმში დაბრუნებას ის კვირის ბოლოსთვის გეგმავს.

ასლან ბაჟანია შეუძლოდ მარტის დასაწყისში სოჭში ვიზიტის დროს გახდა, მას შემდეგ კი საავადმყოფოში იმყოფებოდა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტსა არის დაგეგმილი. 


close დახურვა