ოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქე დაიღუპა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაღუპული 28 წლის კაცია, ის ორენბურგის ოლქის მაცხოვრებელია. შემთხვევა გუშინ, 3 თებერვალს მოხდა.
ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.