logo
ENG



ოკუპირებული რაჭა - დროება

01 მაი 202220:17
3 წუთის საკითხავი
 

გარეჯი რომ საქართველოა, ეგ ხომ გახსოვთ - წინასაარჩევნო რუსული სპეცოპერაცია. აი, ის გარეჯი, რომელიც ახლა აღარავის ახსოვს - არც იმ ტყუილის მთქმელ ღარიბაშვილს, მოსკოვში რუქების მოსაპოვებლად სპეცოპერაცია რომ ჩაატარა, არც იმ გულდათუთქულ პატრიოტებს, აზერბაიჯანი ლამის ოკუპანტად რომ გამოაცხადეს, არც საბჭოთა ინტელიგენციის მემკვიდრეებს, ოცნების ნარატივის სათქმელად, რომ წინა ხელისუფლებამ ქართული მიწები გაყიდა, სახელისუფლებლო ტელევიზიების თოქშოუებში დარბოდნენ, აღარც იმ სასულიერო პირებს ახსოვთ ჩიჩხიტური და უდაბნო - ივანიშვილს, ღარიბაშვილს და მოსკოვიდან ჩამოსულ ხიდაშელს მადლობებს რომ უხდიდნენ. ეს ის დავით ხიდაშელია, ეფესბეს ქოლგის ქვეშ მოქმედი ბორენკას ძმაკაც ევტუშენკოვის კორპორაცია სისტემაში რომ დაფრთიანდა.


close დახურვა