logo
ENG



ოკუპირებული სოხუმი უარყოფს, რომ ბჟანიას მოსკოვში ვიზიტისას რუსეთთან შეერთება განიხილება

20 თებ 202310:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/b426ckzcf91pfu8.jpg

ოკუპირებული სოხუმი უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტისას ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან შეერთება განიხილება.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ "არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი გაერთიანების მცდელობად, უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წესრიგის შელახვაში."

"სხვადასხვა პერიოდული გამოცემებისა და ინტერნეტ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის პუბლიკაციებში დაიწყო არარეალური ცნობების გავრცელება ვიზიტის დროს აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ. სამწუხაროდ, ამ მესიჯების გავრცელება დაიწყო ზოგიერთმა მოქალაქემ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ აფხაზეთშიც. [...] ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი გაერთიანების მცდელობად, უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წესრიგის შელახვაში. [...] აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს, ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით ისტორიულად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური სისტემის საფუძველი კანონით არის გათვალისწინებული და განხილვას არ ექვემდებარება. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონებისა და კონსტიტუციის მკაცრად დაცვით, რომლის გარანტიაც ის არის."- წერია განცხადებაში.

ასლან ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს ჩავიდა. ის შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავს.


close დახურვა