logo
ENG



ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკა - სად ვართ და რას ვაკეთებთ, როცა რუსეთი მოცოცავს

02 აგვ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

2012 წლიდან დღემდე თავდაცვის სფეროში დაახლოებით ოთხი მილიარდი ლარი დაიხარჯა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა. მინისტრები მოდიან და მიდიან, საუბრობენ გეგმებზე, თუმცა, ძირითადად, პროცესი არ იძვრის და სატელევიზიო ეთერებს არ სცდება.

2008 წლის ომმა ქართულ საზოგადოებას აჩვენა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ცვლილებები ქაოსური არ უნდა იყოს, მინისტრის ცვლილებასთან ერთად ძირითადი ხაზი და გეზი არ უნდა იცვლებოდეს.

თუ საზოგადოებაც თავდაცვის საკითხზე ვერ შეჯერდება, სამომავლოდ ეს მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის. პოლიტიკურ ელიტას არ უნდა დაავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ყოველდღე მავთულხლართებს აგებს. როგორი ვითარება გვაქვს სინამდვილეში? - ნახეთ „დროების“ სიუჟეტი.


close დახურვა