logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალი ახალგორის მცხოვრებლებს თბილისში მკურნალობის ნებართვას აძლევს

02 დეკ 201914:49
3 წუთის საკითხავი
 
5j8jntilzr6yk2m.jpg

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ახალგორის მცხოვრებლებს, მკურნალობის მისაღებად „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით შეუძლიათ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა, - ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს.

გასიევის განმარტებით, გადასვლის უფლება მიეცემა იმ მცხოვრებლებს რომელთაც სასწრაფო და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. 

გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგორიდან პენსიონერებისთვის, რომელთაც არ აქვთ „სამხრეთ ოსეთის და/ან რუსეთის მოქალაქეობა და პენსიას მხოლოდ საქართველოდან იღებენ“, სპეციალური პირობები შეიქმნება. 

ფოტო: "სპუტნიკი"


close დახურვა