ვიდეოში გამოყენებული „ოლე-ოლას“ ფრაზისთვის, მომღერალი სოფო ბათილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
შსს მომღერალს გამოქვეყნებულ ვიდეოში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას ედავებოდა.
სოფო ბათილაშვილმა 8 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ოლე-ოლას სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა. მომღერალი პოსტში წერდა, რომ ვიდეო პროტესტისა და მომღერალი კორძის სოლიდარობის ნიშნად ჩაწერა, რომელსაც „ოცნება“ და მათი პროპაგანდისტები ფაშისტს უწოდებდნენ.
