logo
ENG



ოლიგარქი მთელი სამყაროს გაოცებას აგრძელებს - ნათელაშვილი ბერა ივანიშვილზე

23 ოქტ 201915:11
3 წუთის საკითხავი
 
eh05jaj73cr0nc6.png

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოლიგარქი მთელი სამყაროს გაოცებას აგრძელებს.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილების ოჯახმა, ამაზონის ტყის აღსადგენად, მილიონები გადარიცხა, საქართველოს ტყეებისთვის კი არცერთი თეთრი.

„ოლიგარქი კვლავ აგრძელებს მთელი სამყაროს გაოცებას. გუშინ, ივანიშვილების ოჯახმა, ამაზონზე, დამწვარი ჯუნგლების აღსადგენად, მილიონები გადარიცხა, ხოლო საქართველოს დამწვარი ტყეების სარეაბილიტაციოდ, ბორჯომ-ხარაგაულიდან დაწყებული, აბასთუმნით გაგრძელებული, ყვარლით დაგვირგვინებული, ბიძინა ივანიშვილს ერთი თეთრიც არ გაუღია,“ - აღნიშნა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ბერა ივანიშილმა ვიდეო განათავსა, სადაც ის ამაზონის ტყეში მომხდარ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მან ტყის გადარჩენის ფონდში მილიონ ასიათასი დოლარი გადარიცხა.

 

 


close დახურვა