logo
ENG



ოლივერ ვარჰეი:უნდა დაამტკიცოთ, რომ მჭიდროდ ხართ ორიენტირებული ევროკავშირის მიმართ

05 დეკ 201917:12
3 წუთის საკითხავი
 
xmzicpxtdkb40d9.jpg

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროკავშირს - ეს შეკითხვა დაუსვა ლაშა ტუღუშმა ახალ ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. ვაჰეიმ აღნიშნა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და თუ კი ქვეყანას სურს ევროკავშირის წევრი იყოს, ის ამ ორგანიზაციის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

„თავად ქვეყანაზეა დამოკიდებული მოგვმართავს თუ არა წევრობისთვის. ამ ეტაპზე ევროკავშირში ამ საკითხს არ განვიხილავთ. პირველი ნაბიჯი იქნება ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესრულება. რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს პოლიტიკის თვალსაზრისით, უფრო მეტად შეძლებს მიმართოს ევროკავშირს წევრობაზე. ასე ევროპული პერსპექტივა იწყება მიმართვით, მაგრამ უნდა დაამტკიცოთ, რომ მჭიდროდ ხართ ორიენტირებული ევროკავშირის მიმართ“, - განაცხადა ვარჰეიმ.


close დახურვა