logo
ENG



ომბუდსმენი: დაკავებულთა ნაწილს აღენიშნება სისხლნაჟღენთები, საუბრობენ ძალის გადამეტებაზე

07 დეკ 202415:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/07/d88ht1t5o4b49bh.jpg

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა. მისი თქმით, დაკავებულებთა ნაწილს აღენიშნება სისხლნაჟღენთები, ასევე ისინი საუბრობენ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის საკითხს, ვინაიდან დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს.

"თბილისში და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს აღენიშნება სახეზე სისხლნაჟღენთები. ძალიან ბევრი მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც მათ დაკავების დროს ჩამოართვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან შიგნით, ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას, მათ შორის ვნახე თქვენი კოლეგა, ბექა ყორშია, დაზიანებები არ აღენიშნება, ალბათ, დანარჩენზე თავად ისაუბრებს. მინდა მოვუწოდო შსს-ს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტზე, და ყველა ტელეფონი, ყველა ნივთი,  ომელიც ჩამოართვეს პროტესტის მონაწილებს, აუცილებლად დაუბრუნონ",- განაცხადა იოსელიანმა. 

 
 

close დახურვა