logo
ENG



ომბუდსმენი: ერთ-ერთ სკოლაში გოგოებს ქვედაბოლოებით, თეთრი ბლუზით სიარული მოსთხოვეს

05 მარ 202415:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/bac8y32ruvm0x8s.jpg

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლე გოგოებს სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით სიარული მოსთხოვა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქმისწარმოების მიხედვით, ადმინისტრაციას რაიმე დირექტივა სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არ გაუცია და ის რომ, მოსწავლე გოგოები შარვლით მხოლოდ ზამთრის პერიოდში დაიშვებიან, უშუალოდ სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებაა.

"სკოლამ სახალხო დამცველს ვერ წარუდგინა რაციონალური არგუმენტაცია, რომელიც გოგოებისთვის არჩევანის შესაძლებლობის შეზღუდვასა და შარვლის ჩაცმის აკრძალვას გაამართლებდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში, ზოგადი წინადადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს და მოუწოდა: არ დაუშვას სკოლაში სქესის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გაატაროს თანასწორობის პოლიტიკა, ხოლო სასკოლო ფორმასთან მიმართებით, უზრუნველყოს მოსწავლეების არჩევანის თავისუფლება.


close დახურვა