logo
ENG



ომბუდსმენი: ვსწავლობთ ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას, განვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს

13 აგვ 202419:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/13/o7xtyj0jhimr9zp.jpg

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი სწავლობს მომხდარს.

განცხადებაში ლევან იოსელიანი წერს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს იმ ოჯახების ინდივიდუალურ გამოწვევებს, სადაც ბავშვი ან ბავშვები არიან.

ის გარდაცვლილების ოჯახს, ახლობელბსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. 

"სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები. არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.

სახალხო დამცველი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ყველა ქმედითი ნაბიჯი სიღარიბეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გასაუმჯობესებლად და ისეთი მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ბავშვთა ეფექტიან დაცვას და ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებას, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების განუხრელი დაცვის მიზნით. 

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ქ. ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში. 

გუშინ, 7 აგვისტოს გვიან ღამით ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ბინაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს 2 ბავშვი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა.


close დახურვა