logo
ENG



ომბუდსმენი ვოლსკის - ვურჩევ, კარგად გაეცნოს საქმეს და კომპეტენტური პასუხები გასცეს

14 ივლ 202018:25
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, გადაცემაში „კომენტარი“, გია ვოლსკის გუშინდელ განცხადებას პასუხობს, იმის შესახებ, რომ „ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია“, ობუდსმენს რჩება განცდა, რომ ვიცე-სპიკერს „საქმეში ჩაუხედავად აქვს სტანდარტული კომენტარები“.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, გია ვოლსკი როგორც წესი გამოირჩევა მის მიმართ სტანდარტული კომენტარებით ისე, რომ საქმის მასალებს არც იცნობს ხოლმე.

„ზოგადად ვუპასუხებდი იმას, რომ გია ვოლსკის აქვს ერთგვაროვანი კომენტარები ჩემი მისამართით - არ აქვს მნიშვნელობა, რა განცხადებას ვაკეთებ. მაქვს განცდა, რომ საქმეში ჩაუხედავად აქვს სტანდარტული კომენტარები. დარწმუნებული ვარ, არც აქვს ხოლმე წაკითხული ის ანგარიშები. მის შეფასებებს არ აღვიქვამ სერიოზულად და ვურჩევ, რომ კარგად გაეცნოს ხოლმე, უფრო კომპეტენტური პასუხები გასცეს, თუ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩემი განცხადებების შეფასებას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახში სახალხო დამცველი გუშინ ჩავიდა. ომბუდსმენის თქმით, სახელმწიფოს, ამ ეტაპისთვის, მსგავს შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმი არ გააჩნია. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ქვეყანა დარჩენილია ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე" - მის ამ განცხადებას გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ „ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია“.


close დახურვა