ომბუდსმენის საკითხს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე რამდენიმე დღეში ისე გაიტანენ, რომ ოცნებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა, მოსალოდნელი ჩიხი სახეზეა. ასეთ შემთხვევაში, 90 ხმის მოგროვებას ვერცერთი კანდიდატი შეძლებს, ოცნება დაპირებულ კომპრომისზე არ წავიდა და დღეს ანა აბაშიძესთან ერთად, გიორგი ბურჯანაძის არჩევაც გამორიცხა. ივანიშვილის გუნდის ფავორიტები ისინი არიან, ვისთვისაც სამოქალაქო სექტორს რეკომენდაცია არ გაუწევია.
ომბუდსმენის არჩევის საკითხებზე შეთანხმება ვერ ხერხდება
19 დეკ 202220:32
3 წუთის საკითხავი