პარლამენტში ოპოზიცია მმართველი გუნდის პროექტს დაეთანხმა, მაგრამ დათქმებით. სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებებს კენჭი პარლამენტში პირველი მოსმენით უყარეს. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა, ოპოზიცია შავ ხვრელებზე მიუთითებს და ეჭვობს, რომ ნინო ლომჯარიას შემცვლელის ასარჩევად "ქართული ოცნება" მაინც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. სპეციალისტების ჯგუფი, ვინც კანდიდატები უნდა შეაფასოს პარლამენტის თავმჯდომარის ასარჩევია. საფრთხის წინაშეა ერთადერთი ძლიერი ინსტიტუციის დამოუკიდებლობა.
ომბუდსმენის არჩევის შეცვლილი წესი
07 სექ 202220:35
3 წუთის საკითხავი
