logo
ENG



ომბუდსმენის სარჩელს შეუძლია პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინოს - მშვენიერაძე

23 ივნ 202022:08
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ომბუდსმენის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არის შანსი, რომ შეიცვალოს პოლიტიკური პროცესებიც.

როგორც ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა განმარტა, კონკრეტული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობით, შესაძლოა, შემცირდეს ე.წ. კლანის ზეგავლენა.

„საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს სარჩელს, რომლის ავტორიც სახალხო დამცველია. ის ითხოვს არაკონსტიტუციურად ცნობას იმ ნორმების, რითაც უზენაესის მოსამართლეები შეირჩნენ. ამ პროცედურებზე დადებითი გადაწყვეტილება მოაბრუნებს ამ საკითხს და შესაძლოა პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინოს ამან. თუკი კლანს მოსამართლეების ინტერესების გამტარად ან პირიქით დავინახავთ, ამაზეც ზრუნავს, რომ უზრუნველყოს, რომ არ გამოვიდეს გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.


close დახურვა