შვიდი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში იმყოფებიან. სოლიდარობისა და მხარდაჭერის დასადასტურებლად ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლები უკრაინაში შეხვედრებს გამართავენ. უკრაინას ახლა ენერგეტიკული დახმარება სჭირდება - რუსეთის საჰაერო დარტყმების მიზანი სწორედ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება იყო. პარტნიორი ქვეყნები დახმარებას ამ მიმართულებითაც განაგრძობენ.