მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა დიმიტრი მურატოვმა მედალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად აუქციონზე გაყიდა. უკრაინაში ომის 118-ე დღეა. რუსეთი დონბასში იერიშებს აძლიერებს და სარეზერვო ძალების ფრონტის წინა ხაზზე მობილიზაციას ცდილობს, დასავლეთი კი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება. სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში კიევს ვაშინგტონიც დაეხმარება. უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ჩავიდა.
ომის 118-ე დღე
21 ივნ 202220:48
3 წუთის საკითხავი