რუსეთის სამხედრო დამარცხება ომის დასრულების ერთადერთი გზაა, კომპრომისებს კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგები ექნება- ასეთია პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის პოზიცია რუსეთის აგრესიის 185-ე დღეს. ვლადიმერ პუტინმა უკრაინიდან რუსეთში გადასული მოქალაქეებისთვის სოციალური შეღავათების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი, თავად უკრაინაში კი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს. ერთ დღეში რუსეთის იერიშების შედეგად დონბასში 60-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი განადგურდა.