"რუსეთი გამოცხადდეს ტერორისტულ რეჟიმად"- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სწორედ ასეთი ჩანაწერი გაჩნდა. სტრასბურგში გამართული კენჭისყრიდან ცოტა ხანში კი უკრაინის ქალაქებში კვლავ განგაშის სირენები ჩაირთო. რუსების მიერ გასროლილი რაკეტების დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა, თუმცა რამდენიმე ჭურვი დასახლებულ უბნებში ჩამოვარდა. სწორედ თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემაა, რაც სჭირდება უკრაინას და დაჰპირდნენ კიდეც NATO-ს ქვეყნები.
ომის 232-ე დღე უკრაინაში
13 ოქტ 202221:29
3 წუთის საკითხავი