logo
ENG



ომის 282-ე დღე

02 დეკ 202220:27
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურების გავლენების აღმოსაფხვრელად ბრძოლას განაგრძობს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ყურადღების ცენტრში მოხვდა ჟიტომირის, როვნოსა და ზაკარპატიეს მონასტრები. კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს კი სანქციები დაუწესეს. სასულიერო წრეებში რუსეთის აგენტურა უკრაინისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პარალელურად უკრაინელები ინტენსიურად უტევენ მტერს ფრონტის ხაზზეც. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტთა შეფასებით რუსები პოზიციებს ვეღარ იცავენ და ზაპოროჟიეს დასახლებებიდან გადიან.


close დახურვა