ომის 30-ე დღე და ტრაგედია მარიუპოლიდან - გავრცელდა პირველი კადრები რუსეთის მიერ დაბომბილი დრამატული თეატრიდან, სადაც 1300-მდე ადამიანი აფარებდა თავს. აქამდე საზოგადოებას ისინი გადარჩენილი ეგონა. აღმოჩნდა, რომ პუტინის თავდასხმამ ნანგრევებში სამასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.