logo
ENG



ომის 358-ე დღე

16 თებ 202320:46
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტმა ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს გადასცენ კიევს საბრძოლო ავიაცია, რაკეტები და შეიარაღება. დასავლეთის მორიგი სამხედრო დახმარების მოლოდინში მყოფი უკრაინა კი რუსეთის მხრიდან ახალი მასირებული შეტევისთვის ემზადება. ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით მტერი 23-24 თებერვალს ისევ შეეცდება ახალ თავდასხმას, მაგრამ უკრაინა მასაც გაუმკლავდება.


close დახურვა