აფეთქებები მოსკოვსა და ანექსირებულ ყირიმში - რუსეთის ხელისუფლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაში ადანაშაულებს. მოსკოვში ფრაგმენტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და დაზვერვის სამსახურის განყოფილებასთან ახლოს იპოვეს. დრონები დაეჯახა მრავალსართულიან შენობასაც, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარეობს. ანექსირებულ ყირიმში კი აპარატი ჯანკოესთან, სამხედრო საწყობს დაეცა. ოკუპანტები კი 516-ე დღეა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენ და ერთი კვირაა მათი სამიზნე ოდესაა.
ომის 516-ე დღე
24 ივლ 202320:09
3 წუთის საკითხავი