უკრაინაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. ვაშინგტონიდან უკრაინა დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ენტონი ბლინკენმა კიევისთვის რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების გადაცემაც დააანონსა. ვიზიტი უკრაინის კონტრიერიშის წარმატების ფონზე მიმდინარეობს. დღეს ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლის მიმართულებით წინ წაიწიეს. უკრაინული დროშა ფრიალებს სოფლებში, რომლებშიც ჯარი აქამდე შესვლას ვერ ახერხებდა.