გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე დღეს 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს განიხილავდა. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა სერგეი ლავროვის მხრიდან ბირთვულ მუქარას სახიფათო უწოდა. პარალელურად რუსეთის შეიარაღებული ძალები დონეცკის, ლუჰანსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიის ოლქექზე ზეწოლას აძლიერებს. პუტინის არმია სულ უფრო მეტ ძალისხმევბას იყენებს, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთ ფლანგები შეაერთოს და უკრაინის ჯარი რკალში მოაქციოს. ჯერჯერობით რუსებს სერიოზული წინსვლა არა აქვთ.
ომის 62-ე დღე უკრაინაში
26 აპრ 202221:15
3 წუთის საკითხავი