logo
ENG



ომის გმირების სახელით ყაზბეგში დოღი გაიმართა

08 აგვ 202020:19
3 წუთის საკითხავი
clock 578

ომის გმირების სახელობის დოღი, ყაზბეგში წელს პირველად ჩატარდა. დოღის დაწყებამდე ხევსურული ტრადიციული სუფრა - ტაბლა გაიშალა, ყველა ტრადიციის მიხედვით - დაილოცა, ამის შემდეგ კი ცხენოსნებმა ტაბლას 3-ჯერ შემოუარეს და სტარტის ადგილისკენ გაეშურნენ. 

უძველესი ტრადიციების თანახმად, დოღში გარდაცვლილების ნათესავები მონაწილეობენ, თუმცა წელს ეს ტრადიცია შეიცვალა - აგვისტოს ომში გარდაცვლილების სახელობის შეჯიბრში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა.

ყაზბეგში დოღმა სტარტი 12:30 წუთზე სოფელი ახალციხიდან დაიწყო და 13:00 საათზე ფინიშის ხაზი ჯუთაში გადაკვეთეს. 

საბოლოოდ, დოღში 24 მხედარი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გასული მთიული - გიორგი სისაურია, მეორე ადგილი - ხევსურმა - დაჩი ნაროზაულმა დაიკავა, მესამე საპრიზო ადგილი კი ხევსურმა - გელა არაბულმა მოიპოვა. 

აგვისტოს ომის გმირების სახელობის დოღი ტრადიციად უნდა იქცეს - ამბობს ორგანიზატორი. გელა არაბულის თქმით, ყაზბეგში მოჯირითეები მომავალ წელსაც, 8 აგვისტოს შეიკრიბებიან.  

 

 


close დახურვა