logo
ENG



ომის დაწყებიდან დღემდე, კიევის რეგიონში 1 084 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

22 აპრ 202212:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/ande41n8joqqxaz.jpeg

რუსეთის მიერ კიევის რეგიონის დასახლებების ოკუპაციის დროს, სულ მცირე, 1 084 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

„ამჟამად, დაღუპულთა რიცხვი 1 084-ს შეადგენს. ესენი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული არც ტერიტორიულ თავდაცვასთან, არც სამხედრო ფორმირებებთან“, - განაცხადა ნებიტოვმა.

მისი თქმით, დღეისთვის 300-ზე მეტი გარდაცვლილის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომი ამ დრომდე გრძელდება. 10 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად და დევნილად იქცა. დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი.


close დახურვა