logo
ENG



ომის დაწყებიდან დღემდე დაკარგულად 23 760 მოქალაქე მიიჩნევა - უკრაინის შსს

04 მაი 202308:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/04/jxlitzjq81yvp6b.jpeg

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ომის დაწყებიდან დღემდე დაკარგულად ქვეყნის 23 760 მოქალაქე მიიჩნევა. ინფორმაციას უკრაინას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, როგორც შს მინისტრის მოადგილე ლეონიდ ტიმჩენკო აღნიშნავს, მანამდე უწყებამ შეძლო დაკარგულად მიჩნეული ადამიანების 50% ეპოვა, ხოლო დარჩენილ ათობით ათას ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

"ომის დაწყებიდან რეგისტრირებული იყო 101 543 დაკარგული მოქალაქე. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ეროვნული პოლიციის ბაზაში შევიტანეთ, მერე ტარდებოდა შემოწმებები. 54 310 ადამიანი ვიპოვეთ. ძებნაში გამოცხადებული იყო 31 330 მოქალაქე, მათგან 7 570 ვიპოვეთ. ამ ეტაპზე ძებნაში რჩება 23 760 მოქალაქე - ისინი განსაკუთრებულ გარემოებებში გაუჩინარდნენ. უწყებამ ასეთი ადამიანების რეესტრი ცალკე შექმნა", - თქვა ტიმჩენკომ.


close დახურვა