logo
ENG



ომის მეთვრამეტე დღე - დროება

13 მარ 202220:13
3 წუთის საკითხავი
 

18 დღეა გმირი უკრაინელი ხალხი პუტინის დამპყრობელ არმიას ებრძვის. თავისუფლებისთვის თავგანწირული ბრძოლა პუტინის კოშმარად იქცა - უძლეველი რუსული არმიის მითი უკრაინის მიწაზე სამარდება. მოსკოვის ოპერაცია: კიევში რეჟიმ ჩეინჯი ჩავარდა. მარცხით გახელებული პუტინი უკრაინელი ხალხის გენოციდზე გადავიდა - სხვა არაფერი ჰქვია იმას, რასაც ახლა რუსული არმია უკრაინის ქალაქებში შვრება. დაუჯერებელია, მგრამ დროებით ოკუპირებული ქალაქების მოსახლეობა დამპყრობელს არ ნებდება და შიშველი ხელებით თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე აქციას და ობსტრუქციას უწყობს. 


close დახურვა